ხელფასი დაიკლო და მაინც რეკორდსმენია - კარის ახალი კონტრაქტი
სტეფ კარი „გოლდენ სტეიტში“ კიდევ ორი სეზონის განმავლობაში იასპარეზებს. ლეგენდარულმა კალათბურთელმა, რომელსაც მარტში 39 წელი უსრულდება, ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც 116 მილიონ დოლარს მიიღებს. სხვათა შორის, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სტეფს 136 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა კომპრომისზე წასვლა და კლუბის სახელფასო ფონდისთვის თანხის გამონთავისუფლება გადაწყვიტა, რადგან „უორიორსმა“ შემადგენლობის გაძლიერებაზე დაიწყოს ზრუნვა, რაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დაიკლო, კარიერის მანძილზე გამომუშავებული თანხის რაოდენობით კარი მაინც NBA-ს ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. სტეფს ხელფასის სახით ჯამში 656 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, რითაც ისეთ კონკურენტებს უსწრებს, როგორებიც კევინ დურანტი (598 მლნ), ლებრონ ჯეიმსი (592 მლნ), კავაი ლეონარდი (543 მლნ) და პოლ ჯორჯი (519 მლნ) არიან. აქვე გეტყვით, რომ კარიმ წინა სეზონში 62,58 მილიონი დოლარი მიიღო, რითაც ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად ითვლებოდა.
ცნობისათვის, სტეფ კარი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მეთვრამეტე სეზონს იწყებს. გასულ გათამაშებაში 43 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 26,6 ქულას, 3,6 მოხსნასა და 4,7 გადაცემას აგროვებდა.