ვილი სანიოლი, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

სანიოლი გაუშვეს - ნაკრებს სვანაძე ჩაიბარებს

ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფრანგი სპეციალისტის მაგივრად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე“ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა. რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც კარგად ითამაშეს და მერვედფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლი თავად უკეთ მიხვდება, როდის უნდა წავიდეს“ - ინტერვიუ დავით კვირკველიასთან
„სანიოლი თავად უკეთ მიხვდება, როდის უნდა წავიდეს“ - ინტერვიუ დავით კვირკველიასთან