ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქომაგებს ბოდიშს ვუხდი“ | კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი შეაფასა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. „კვარამ“ პენალტი გააფუჭა, „ჯვაროსნებმა“ კი ბოლო წამებზე გოლი გაუშვეს და 0:1 დამარცხდნენ.

„ბევრი რაღაც დაგვაკლდა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბოლო ფაზაში ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ. პირადად მე, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე, რის გამოც გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავისაჯეთ — ეს ფეხბურთის წესია.

უკმაყოფილო ვართ, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი პასუხისმგებლობას იღებს. პირადად მე, როგორც კაპიტანი, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვამბობ, რომ დღევანდელი თამაში ძალიან ცუდი იყო. ვეცდებით, 28-ში, სავსე ტრიბუნების წინაშე ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. შანსები, რა თქმა უნდა, არის, პირველი თამაში იყო, მიზეზებს დეტალურად გამოვიკვლევთ და იმედი მაქვს, 28-ში ყველაფერს გამოვასწორებთ.

რა უნდა შევცვალოთ? ალბათ, ახლა ამის თქმა ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. თამაშის ანალიზს მოვახდენთ და გავიგებთ, რა იყო პირველ ტაიმში შეცდომა. ჩემი აზრით, მეორე ნახევარი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა და ვნახავთ, რა იყო არასწორი, სად შევცდით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი „დინამო არენაზე“ არის დანიშნული და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა