ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ამ წონისთვის ძალიან პატარაა, პედისთან ეს კარგად გამოჩნდება“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ილიაზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ბრენდან შაუბმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. შაუბი ჯასტინ გეიჯის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის ფიზიკურად ძალიან პატარაა.

„ჩემი აზრით, ილიას პრობლემა ისაა, რომ ფიზიკურად პატარაა. ლეგენდები დაუმარცხებია და მსუბუქ წონით დივიზიონში მონსტრია, მაგრამ ფიზიკურად პატარაა, რაც ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში ძალიან კარგად გამოჩნდა. ვფიქრობ, ილია პედი პიმბლეტს რომ ეჩხუბოს, რომელიც გეიჯიზე ბევრად დიდია, უკეთესად გამოჩნდება, ილია ამ წონისთვის რამდენად პატარაა.

მსუბუქ წონით დივიზიონში „შურისმაძიებლები: დასასრულის“ შემადგენლობაა შეკრებილი. კოშმარია ამ წონაში ასპარეზობა და საჩემპიონო ქამრამდე მისვლა. ილიას რომ შევხედოთ, ვერ ვუპოვით ერთ ჩხუბს, რომელშიც ისეთივე დომინანტი იქნება, როგორიც ქვემსუბუქ წონაში იყო. ყველა ვარიანტში, შანსები 50-50-ზე იქნება. მსუბუქი წონის ერთ მებრძოლს ვერ დავასახელებთ, ვისაც ილია გაანადგურებს. ასე რომ, ამ მხრივ, გეიჯის ვეთანხმები“.

ცნობისთვის, გეიჯიმ ისიც განაცხადა, რომ „ელ მატადორისთვის“ რემატჩის მიცემას არ აპირებს და ილია მისი მომდევნო მეტოქე არ იქნება. არის ვარაუდი, რომ „ელ მატადორი“ მომდევნო ჩხუბს პედი პიმბლეტის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა დაზუსტებული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა