ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

32-წლიანი პაუზის შემდეგ - ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში მოგებით დაიწყო

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ტურში საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად საკმაოდ ძლიერი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდისთვის ზინედინ ზიდანისთვის ეს იყო სადებიუტო მატჩი და ბუნებრივია, გამარჯვებას მისთვის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მოგებას ფსიქოლოგიის გარდა, სხვა დატვირთვაც ჰქონია.

ზიდანი გახდა ბოლო 32 წლის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში პირველი დამრიგებელი, რომელმაც სადებიუტო მატჩი მოიგო. ბოლოს ეს გაკეთებული 1994 წლის 16 თებერვალს ემე ჟაკეს ჰქონდა, რომლის მომზადებულმა ფრანგებმაც იტალიელები ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს. მას შემდეგ ნაკრებში პირველი თამაში როჟე ლემერმა 1998 წელს ავსტრიას (2:2), ჟაკ სანტინიმ 2002 წელს ტუნისს (1:1), რაიმონ დომენეშმა 2004 წელს ბოსნიას (1:1), ლორან ბლანმა 2010 წელს ნორვეგიას (1:2), ხოლო დიდიე დეშამმა 2012 წელს ურუგვაის (0:0) ვერ მოუგო. 

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა უკანასკნელი წლების განმავლობაში სამწვრთნელო კარიერის განახლების რამდენიმე შანსი გაუშვა ხელიდან და რამდენიმე კლუბს უთხრა უარი, რადგან მისი მიზანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარება იყო. სამფეროვნები ერთა ლიგის მომდევნო სამ შეხვედრას სტუმრად და შინ ბელგიასთან და შინ იტალიასთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე რეალს დაუბრუნდა - ოლისე კოპას გაუთანაბრდა
მბაპე რეალს დაუბრუნდა - ოლისე კოპას გაუთანაბრდა