კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ოლისე, მარკ ვან ბომელი, დოდი ლუკებაკიო
Aa
Aa

მბაპემ გაიტანა და ტრავმის გამო შეცვალეს | ზიდანის წარმატებული დებიუტი

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ შეხვედრაში „ლე ბლე“ სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 54-ე წუთზე მაიკლ ოლისეს გადაცემით კილიან მბაპემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ანგარიშის გახსნის შემდეგ მბაპეს მოედნის დატოვება მოუწია. კილიანი მუხლმა შეაწუხა და „ზიზუ“ იძულებული გახდა, ფრანგების სუპერვარსკვლავი შეეცვალა.

თურქეთს მომენტები ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 87-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო, მოედნიდან თურქების მეკარე, უგურჩან ჩაკირი გააძევეს და საფრანგეთს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

საფრანგეთის ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს იტალია და ბელგია დაუპირისპირდნენ. „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკ ვან ბომელმა მუშაობა პოზიტიურად დაიწყო და „სკუადრა აძურა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა. ბელგიელთა მხრიდან გოლები მიკა გოდტსმა და დოდი ლუკებაკიომ გაიტანეს.

ცნობისთვის, მომდევნო ტურში ბელგია საფრანგეთს შეხვდება, ხოლო იტალია საუკეთესოს ვინაობას თურქეთთან გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამართლიანობამ იზეიმა“ | გოლის ავტორი ჩარლზის კომენტარი საქართველოსთან მატჩზე
„სამართლიანობამ იზეიმა“ | გოლის ავტორი ჩარლზის კომენტარი საქართველოსთან მატჩზე