ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თავადაც იცის, რომ ხელთათმანი არაფერ შუაშია“ - ვოლკანოვსკი თოფურიას გეგმის შეცვლას ურჩევს

„ჩვენი მომდევნო ჩხუბის დროს შენს ხელთათმანებს პირადად შევამოწმებ“ - ილია თოფურიას ეს განცხადება, რომელიც ჯასტინ გეიჯისკენ იყო მიმართული, MMA-ს ბევრ გულშემატკივარს გონებიდან არ ამოსდის და ბევრი თვლის, რომ „ჰაილაითმა“ „ელ მატადორი“ აკრძალული წესების ხარჯზე დაამარცხა. რამდენად რეალურია ყოველივე ამის განხორციელება, ამ საკითხზე შეკითხვა UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუსვეს, რომელმაც თოფურიასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ხელთათმანებთან დაკავშირებით დისკუსიები ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამ საკითხს დიდად არ ჩავღრმავებულვარ. მაინც ვფიქრობ, რომ მსგავს რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, ყველასთვის ადვილი შესამჩნევი იქნებოდა და აქამდე ვერ დაიმალებოდა. უფრო მეტად მგონია, რომ ეს განცხადება ილიას თამაშის ნაწილია. მას ყოველთვის კარგად ესმის, როგორ მიიპყროს ყურადღება, როგორ შექმნას აჟიოტაჟი ჩხუბის გარშემო და როგორ გამოიყენოს მედია. ასე რომ, მთელი ეს ისტორია გეიჯისთან რევანშის ჩანიშვნის სურვილით იყო განპირობებული, თორემ არა მგონია თავად თოფურია თვლიდეს, რომ მისი მარცხის მიზეზი ხელთათმანებია.

იმ შემთხვევაში თუ რემატჩი შედგება, წარმატების მისაღწევად ილიამ სულ სხვა გეგმა უნდა აირჩიოს. უფრო ფრთხილად იმოქმედებს და კარგად ექნება გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც გეიჯისგან არის მოსალოდნელი. არ შეიძლება ოქტაგონში შეხვიდე მხოლოდ იმ გეგმით, რომ მეტოქე აუცილებლად პირველ რაუნდში უნდა გათიშო, რადგან ეს ან გამოგივა, ან არა. თუ არ გამოგივიდა, მოწინააღმდეგე უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებს და სწორედ ეს მოხდა გეიჯის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით როგორც ჯასტინ გეიჯი, ასევე მისი მენეჯერი ალი აბდელაზიზი ილია თოფურიასთან ბრძოლის ჩანიშვნაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, რის გამოც როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ზედა ნაწილში, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასვიდალი თვლის, რომ ილია საჩემპიონო ბრძოლას ცარუკიანზე მეტად იმსახურებს
მასვიდალი თვლის, რომ ილია საჩემპიონო ბრძოლას ცარუკიანზე მეტად იმსახურებს