ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„არმანი რეალური პრეტენდენტია, ილია კი...“ - გეიჯიმ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან ბრძოლა გაიხსენა და ამავდროულად, მომდევნო მეტოქის შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს გეიჯი:

„შესვენებისას, ილიას სკამზე ჯდომის დროს ბრძოლაზე უარი არ უთქვამს. უბრალოდ, მისი სხეული ზედმეტად დაზიანებული იყო ბრძოლის გასაგრძელებლად. ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია, ეს მისმა მწვრთნელებმა გააკეთეს, რადგან ისინი იქ მის დასაცავად არიან. ასეთ სიტუაციებში ჩემი მწვრთნელებიც ჩემს კუთხეში ჩემს დასაცავად დგანან.“

გეწყინათ თუ არა ილიას მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება, რომელშიც თქვენს ხელთათმანებზე საუბრობს?

„დიდად არა. ეს ჩვენი ეპოქის ნაწილია. თქვენ, ბიჭებო, გასართობად უცნაურ რაღაცებს ამბობთ... ვფიქრობ, ინტერნეტი გაგიჟდა. ეს ყველაფერი ქლიქბეითია, ჩართულობაა, ჩვენ აქ ინტერაქციებზე ვნადირობთ. ამას ვაკეთებთ ჩვენ. მეტი ინტერაქცია, მეტი მნახველი, მეტი შესაძლებლობა... ეს ასეთი თამაშია. მე არ მომწონს ეს თამაში, მაგრამ მიწევს მისი თამაში. თუმცა ვეცდები, ამ პროცესში ჩემს თავს არ ვუღალატო.“

„რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, UFC შეეცდება გაარკვიოს, თუ ვინ არის შემდეგი. არმანს ახლახან ძალიან მაგარი ბრძოლა და ფინიში ჰქონდა, ასე რომ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ის ყველას ყურადღების ცენტრშია და ნათელია, რომ შემდეგი პრეტენდენტი სწორედ ისაა.“

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გეიჯიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მან კატეგორიულად გამორიცხა. გეიჯიმ ასევე განაცხადა, რომ ნომერ პირველ პრეტენდენტად არმან ცარუკიანს მიიჩნევს. რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ჯასტინმა ქვემსუბუქ წონაში დაბრუნება ურჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წავა თუ არა გეიჯი? ეს ფულის საკითხია“ - დვალიშვილის მწვრთნელი
„წავა თუ არა გეიჯი? ეს ფულის საკითხია“ - დვალიშვილის მწვრთნელი