ჯასტინ გეიჯი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„წავა თუ არა გეიჯი? ეს ფულის საკითხია“ - დვალიშვილის მწვრთნელი

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„ცარუკიანმა რუფისთან ბრძოლაში ის გააკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებს - მან ლამაზი ფინიშით მოიგო, თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო.

ჯასტინ გეიჯი ისეთ მებრძოლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ყველა ქომაგობს. ეს ვეტერანი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დონეს. მისი ჩამოწერა არ შეიძლება, ვინაიდან ჯასტინი ყოველ ჯერზე გამარჯვების გასაღების პოვნას ახერხებს. UFC-ში მასზე უფრო მედეგი მებრძოლი არ არსებობს.

ხშირად მესმის საუბრები იმაზე, იჩხუბებს თუ არა კიდევ გეიჯი. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ფულის საკითხია. იმედია, მომდევნო ჩხუბისთვის ის თავის კარიერაში საუკეთესო ჰონორარს მიიღებს. ამის შემდეგ მარცხის შემთხვევაშიც კი ის დამსახურებულ პენსიაზე გავა“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გეიჯიმ განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მან კატეგორიულად გამორიცხა. გეიჯიმ ასევე განაცხადა, რომ ნომერ პირველ პრეტენდენტად არმან ცარუკიანს მიიჩნევს. რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ჯასტინმა ქვემსუბუქ წონაში დაბრუნება ურჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ წონისთვის ძალიან პატარაა, პედისთან ეს კარგად გამოჩნდება“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ილიაზე
„ამ წონისთვის ძალიან პატარაა, პედისთან ეს კარგად გამოჩნდება“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ილიაზე