საზონოვი და ლობჟანიძე განაცხადში მოხვდნენ | რამაზ სვანაძის 23-კაციანი სია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. „ჯვაროსნებს“ რამაზ სვანაძე გაუძღვება, რომელმაც „ლურჯ-ყვითლებთან“ მატჩის წინ 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხარებაშვილი, საბა საზონოვი, ჯემალ ტაბიძე.
ნახევარმცველები/შემტევები: გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე.
ერთა ლიგის მატჩებისთვის ნაკრებში 28 მოთამაშეა გამოძახებული. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ვილი სანიოლმა საზონოვი და ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა, სვანაძემ კი ისინი განაცხადში დააბრუნა. ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე არ იქნებიან და, შესაბამისად, ვერ ითამაშებენ, ილია ბერიაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი გაგუა და ნოდარ ლომინაძე არიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.