ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ფრე მისაღები შედეგი იქნება“ - კიევის დინამოს ლეგენდა საქართველოსთან მატჩზე

კიევის „დინამოს“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა და უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ ბურიაკმა ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსთან გასამართი მატჩის შესახებ თავისი მოლოდინები გააზიარა.

„ჩემი აზრით, ამ მატჩის ფავორიტი უკრაინაა. უმნიშვნელო უპირატესობით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში, ისევე როგორც ბუდაპეშტში, უკრაინელებს ძალიან რთული თამაში ელით“, – განაცხადა ბურიაკმა.

ასევე, „დინამოს“ ლეგენდამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ცვლილებაზე. მისი თქმით, ამ ფაქტმა ქართველ ფეხბურთელებს შესაძლოა დამატებითი მოტივაცია მისცეს.

ბურიაკმა ცალკე გამოყო ქართველთა ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ის არ ელის ვინგერის პერსონალურად მეურვეობას, თუმცა მიაჩნია, რომ უკრაინელებმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, ბურიაკს ზუსტი ანგარიში არ უპროგნოზირებია, თუმცა მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ფრე კარგი შედეგი იქნება: „რთულ თამაშს ველოდები, სადაც უკრაინისთვის ფრე მისაღები შედეგი იქნება“, - შეაჯამა ბურიაკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკრაინა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვებს“ - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა
„უკრაინა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვებს“ - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა