„უკრაინა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვებს“ - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, 86 წლის იოჟეფ საბომ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ნაკრების გამარჯვებას შეძლებს და სავარაუდო ანგარიშიც თქვა - 1:2.
რას ამბობს საბო:
„უკრაინის ნაკრებისთვის დადებითი შედეგის მოლოდინები ცუდი არ არის. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი უფრო დისციპლინირებულია. და ამით უნდა ვეცადოთ, რომ ვისარგებლოთ - მეტოქეს შეცდომები აუცილებლად ექნება. თუმცა, პაექრობა რთული იქნება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ბევრი მაყურებელი მოვა. საქართველოში თამაში ძნელია. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეტოქეს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით. მაგრამ თუ ჩვენი გუნდი ისე ითამაშებს, როგორც უნგრელებთან პირველ ტაიმში, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
რაც შეეხება როტაციას, ის არ უნდა იყოს, ან უნდა გაკეთდეს წერტილოვანი ცვლილებები, თუ სიტუაცია მოითხოვს. გუნდმა მოიგო და ასეთ ვითარებაში სამი დღე სავსებით საკმარისია ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად. მე, მაგალითად, ზუსტად იმავე შემადგენლობას დავაყენებდი, რომელიც ბუდაპეშტში გამოვიდა სათამაშოდ. თუმცა, ანდრეა მალდერამ უკვე განაცხადა, რომ ტრავმის გამო მიკოლენკო ვერ ითამაშებს, ხოლო კარს ტრუბინი დაიცავს. ამ თამაშში ფსონს უკრაინის ნაკრების მინიმალური სხვაობით გამარჯვებაზე - 2:1-ზე ვდებ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.