„ილიასთან გადავიწვი, არმანს ჯერ ვერ შევხვდები“ - გეიჯის კომენტარი
უკანასკნელ ნახევარ წელიწადში განვითარებული მოვლენების ფონზე, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონი ძველებურად საინტერესო და დამაინტრიგებელი გახდა. ამას ხელი ილია თოფურიასთან ჯასტინ გეიჯის სენსაციურმა გამარჯვებამაც შეუწყო და არმან ცარუკიანის მიერ მაურისიო რუფისთან გაფორმებულმა ბრწყინვალე ნოკაუტმაც, რის გამოც მომავალი საჩემპიონო ბრძოლის თაობაზე უამრავი ვერსიები ისმის. დივიზიონის ჩემპიონი კი 2026-ში დაბრუნებას რომ არ გეგმავს, ამას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
ჯასტინ გეიჯი
მუხლის სერიოზული ტრავმა მაქვს და ხელით წესიერად ჯერ კიდევ ვერ ვურტყამ. თოფურიასთან ბრძოლიდან სამი თვე გავიდა, იანვარში პიმბლეტის დასამარცხებლად კი ყველაფერი ჩავდე. ილიასთან გამარჯვება დიდ ფასად დამიჯდა და ჯერ დასაბრუნებლად მზად არ ვარ. ძალების აღდგენა, ჩემს ტვინს კი დასვენება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წლის ბოლომდე ჩემპიონობით დავტკბები, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მივიღებ.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ ივნისში თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. რაც შეეხება ქართველ „ელ მატადორს“, განაცხადა, რომ ძალიან მალე დაბრუნდება, თუმცა რამდენად მისცემენ პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.