მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბთან ჩხუბს შვილი დაესწრება“ - იანმა საიდუმლო გაამხილა

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლამდე, გულშემატკივრები მისი მონაწილეების შესახებ მით მეტ ინფორმაციას იგებენ. ბოლო სიახლე წონის მოქმედმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა გაამხილა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბს თავისი შვილი დაესწრება. ყოველ შემთხვევაში მას ამის შესახებ უკვე სთხოვა და რამდენად შეუსრულებს ამ თხოვნას, სწორედ მასზეა დამოკიდებული.

პიოტრ იანი

დანილი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „აბუ-დაბიში ვიზა საჭირო არ არის და მამა მზად ვარ შენი სეკუნდანტი ვიყო. ზედმეტს არაფერს ვიტყვი და უბრალოდ, თუ რამეში დაგჭირდები, ჩემი დახმარების იმედი გქონდეს, წყალს მაინც მოგაწვდი“. ამის შემდეგ ჩემი კითხვა იყო: „რისი ხილვა გსურს იქ?“, რაზეც მან მიპასუხა: „მსურს ეს ემოციები გამოვცადო და მინდა ქამრის კიდევ ერთხელ მოგება ერთად ვიზეიმოთ“.

ცნობისათვის, 33 წლის პიოტრ იანს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 25 ბრძოლიდან 20 აქვს მოგებული და 5-ჯერ დამარცხდა. მისი ძლევა მაგომედ მაგომედოვმა, ალჯამეინ სტერლინგმა (ორჯერ), შონ ომალიმ და მერაბ დვალიშვილმა შეძლეს. რაც შეეხება ქართველ „მანქანას“, მიის აქტივში 26 ჩხუბიდან 21 გამარჯვებაა - მერაბი სხვადასხვა დროს დარენ მიმასთან, რიკი ბანდეიასთან, ფრენკი საენსისთან, რიკი სიმონთან და პიოტრ იანთან დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის ჩამოწერა არ შეიძლება“ - ევლოევმა პროგნოზი გააკეთა
„მერაბის ჩამოწერა არ შეიძლება“ - ევლოევმა პროგნოზი გააკეთა