„ერთად ბევრი რამ გავიარეთ“ - ხვიჩა სანიოლს დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვილი სანიოლს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.
კვარაცხელია:
„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.
ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“.
შეგახსენებთ,რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. ფრანგი სპეციალისტის ნაცვლად ეროვნული გუნდი რამაზ სვანაძემ ჩაიბარა, რომელიც აქამდე 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა.