ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის შემდეგ განვლილი შეხვედრა შეაფასა და ნაკრებში მომხდარ ცვლილებებზეც ისაუბრა. ქართველი შემტევი ოქროს ბურთის ფავორიტობასაც შეეხო.

რას ამბობს კვარა:

პირველ რიგში, ვილის გადავუხდით მადლობას თითოეული ქართველი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გააკეთა. ეს 6 წელი ძალიან წარმატებული იყო. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. უდიდესი და უღრმესი მადლობა მას. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, ჩემი აზრით, პირველი ტაიმი ისეთი კარგი ჩავატარეთ, კარგა ხანია, მსგავსი არ მახსოვს. ყველანაირ უპირატესობას ვფლობდით, ალბათ, გოლიც უბდა გაგვეტანა. მეორე ტაიმს რაც შეეხება, რაღაცები შეცვალეს. ჩვენ ერთი დღე გვქონდა რამაზ სვანაძესთან ვარჯიშის დრო, მაგრამ ვფიქრობ, ის დავალებები, რაც მოგვცა, დადებითად შევასრულეთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. უკრაინის ნაკრები არის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ევროპაში და თამაშს დადებითად შევაფასებ. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნებოდა. გვქონდა მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელით. უკვე ვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.

4 თამაში 10 დღეში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სამედიცინო შტაბი ძალიან კარგად მუშაობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები და მათი დამსახურებაა, რომ ბიჭები დღევანდელი თამშისთვის მზად ვიყავით, რომ 90 წუთი გვეთამაშა. რა თქმა უნდა, შემდეგი თამაშისთვისაც იგივენაირად მოვემზადებით. არის ფრენის ფაქტორიც, მაგრამ გუნდში გვყავს ის ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ შემოვიდნენ, ითამაშონ და ჩაანცვლონ ის ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოდან იწყებენ.

ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. და თითოეული ფეხბურთელი მზადაა, რომ უფრო გააძლიეროს თამაში ვიდრე თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელები ვთამაშობთ.

ოქროს ბურთი? თავს უკვე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმიტომ, რომ როცა ჩემი ხალხი ასე მიჭერს მხარს და სჯერათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდო ფეხბურთში რაც არსებობს, ამას, როგორც ამბობენ, რომ ვიმსახურებ, უდიდესი სიამაყით ვივსები. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა მათ წინაშე ვთამშობ, მაშინ ვგრძნობ ყველაზე ბედნიერად თავს.

ბოდიშს მოვუხდი, რომ ორ თამაშში ვერ შევძელით გამარჯვება გვეჩუქებინა მათთვის, მაგრამ თქვენ გაიგონეთ თამაშის შემდეგ როგორ გვამხნევებდნენ. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, როგორც მე, ასევე მთელი გუნდი.

უდიდეს მადლობას გადავუხდი მათ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. დარჩენილ თამაშებში ვეცდებით, რომ გავახაროთ და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც გვაქვს.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩრდ. ირლანდიასა და უნგრეთის მატჩის შემდეგ, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს. პირველ ადგილზე კი 4 ქულით უკრაინაა.

აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები