ალექსანდრე თოფურია, სანტიაგო ლუნა
Aa
Aa

„ალექსანდრეს ყოფილ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი ვარ“ | რას ამბობს სანტიაგო ლუნა

ალექსანდრე თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ გამართავს. მექსიკელმა მებრძოლმა კარლოს კონტრერას ლეგასპის ვრცელი ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებ — მათ, ვისთანაც მიჩხუბია და მათაც, ვისთანაც ვიჩხუბებ. ჩემი მომდევნო ოპონენტი ალექსანდრეა და ის ილიას ძმაა. არცერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ხალხს ჰგონია, რომ ალექსანდრესთვის მარტივი ორთაბრძოლა იქნება და ა.შ. ეს ათასჯერ გვინახავს და დარწმუნებული ვარ, ალექსანდრემ ყველაზე უკეთ იცის, როგორი ბრძოლა ელოდება და ისიც, რომ არცერთ მექსიკელთან ჩხუბი მარტივი არ არის. ოქტაგონში ბოლომდე საბრძოლველად შევდივარ და მინდა, ბევრი რამ დავამტკიცო. ალექსანდრესთან ჩემი დონე ძალიან კარგად გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ.

ეჭვი არ მეპარება, რომ თოფურია ვერ დამანოკაუტებს — ამის გარანტიას გაძლევთ. სად წარიმართება ბრძოლა? თუ მოისურვებს, ყველაფერი შეგვიძლია ვცადოთ. ყველაფრისთვის მზად ვიქნები. ისინი ამბობენ, რომ UFC-ში საუკეთესო კრივი აქვთ. მოდით, კრივში დავდგეთ და ვნახოთ, ვინ მეტს აიტანს. ბეკზატ ალმახანს პატივს ვცემ და კარგი მებრძოლია, მაგრამ UFC-დან უკვე გაუშვეს. რაც შეეხება კოლბი თიქნესს, ყველამ ვიცით, რა დონეზე იმყოფება.

ალექსანდრეს ილიასნაირი ძალა არ აქვს. ცდილობს, მას მიბაძოს, მაგრამ ნოკაუტისთვის საჭირო ძალით არ გამოირჩევა. შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ერთია მწვრთნელობა და მეორე — ამ უნარების ბრძოლაში გამოვლენა. მის ყოფილ მეტოქეებზე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ. როდესაც ალექსანდრეს დარტყმები ხვდება, ეგრევე იკეცება. ასე რომ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ საშუალება მაქვს, ჩემი კრივის უნარები წარმოვაჩინო და ვუჩვენო, რას ნიშნავს ნამდვილი კრივი — ნამდვილი მექსიკური კრივი.

21 ნოემბერს ჩემს საუკეთესო ვერსიას იხილავთ, ამის გარანტიას გაძლევთ. შეცდომებს არ დავუშვებთ და იქნება მაქსიმალური სრულყოფილება, რისი მიღწევაც კი შესაძლებელია. მე ვიცი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ან ყველაზე ცუდი, ან ყველაზე კარგი მოვლენა იქნება. გადავწყვიტე, რომ ნეგატივზე არ ვიფიქრო და ხალხს ვაჩვენო, რა შემიძლია.

ამბობენ, რომ ალექსანდრე გამანადგურებს. თოფურიას ოდესმე ვინმე მოუკლავს ან გაუნადგურებია? როდის? რა თქმა უნდა, UFC-ში თუ ხარ, კონკრეტულ დონეზე იმყოფები, მაგრამ საიდან მოდიან ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ? კარგია, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ არგუმენტი ხომ უნდა გქონდეთ? ხომ უნდა ხედავდეთ? ნუთუ მე ვიქნები, ვისაც ამ ყველაფერს პირველს გაუკეთებს? არ მგონია. ძალიან მინდა, მათ ვაჩვენო, რას ნიშნავს ნამდვილი დომინირება“.

ცნობისთვის, ლუნა 22 წლის მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა. სანტიაგომ 3-ჯერ ნოკაუტით მოიგო, ოთხჯერ — საბმიშენით, ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე