ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ“ - უკრაინის ნახევარმცველის შეფასება

უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა ეგორ ნაზარინამ ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურში, საქართველოსთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩი შეაფასა.

რას ამბობს ნაზარინა:

სწორედ ასეთ თამაშს ველოდით, რადგან რთული მეტოქის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ. ეს იყო მძიმე თამაში, არც მეტოქე გვყავდა იოლი, მაგრამ ვცდილობდით ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა – ის, რასაც მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი ჩვენგან ითხოვს. ვფიქრობ, რომ ადგილ-ადგილ ეს გამოგვდიოდა.

საქართველოსთან გასვლაზე ერთ ქულასაც ცუდ შედეგად არ მივიჩნევ. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის.

ვაგრძელებთ ქართველებთან მათ მოედანზე ფრეების სტატისტიკას...

დიახ, ფრე გასვლაზე, მაგრამ ყველაზე მთავარია – დღეს როგორც ერთიანმა გუნდმა, ისე ვითამაშეთ. კვლავ ვიბრძოდით ერთმანეთისთვის, როგორც ეს უნგრეთთან მატჩში იყო. ვფიქრობ, გუნდის ეს განწყობა ტელევიზორიდანაც კი იგრძნობოდა – ეს არის ყველაზე მთავარი. რთული მეტოქის წინააღმდეგ გასვლაზე კარი მშრალად შევინახეთ.

მაგრამ დღეს წინ ბევრი რამის შექმნა ვერ მოხერხდა – როგორ ფიქრობ, რატომ?

დიახ, დღეს წინ ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ ახლა მწვრთნელს დავესესხები. მან თქვა: „ყველაზე მთავარია, რომ დღეს ერთმანეთისთვის ვიბრძოდით, რომ თამაშისადმი ეს განწყობა გვქონდა, სათამაშო მომენტებს კი აუცილებლად გავაუმჯობესებთ“.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს უნგრეთთან ერთად, რომელსაც ასევე 1 ქულა აქვს, მე-3-მე-4 ადგილს ინაწილებს, პირველ-მეორე ადგილებზე კი 4-4 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა არიან.

აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო - უკრაინა | ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე
საქართველო - უკრაინა | ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე