მალდერა: “დღეს ქართველი ფეხბურთელები დიდი პატივისცემით გვეპყრობოდნენ“
მიმდინარე ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ კომენტარი გააკეთა.
მალდერა:
„პირველ რიგში მინდა კიევში მყოფ ხალხს თანადგომა გამოვუცხადო. დღეს კი საშინელი სარაკეტო დარტყმა მოხდა. მე ამ ხალხთან ძალიან ახლოს ვარ. რაც შეეხება შეცვლილ შემადგენლობას, მე არ ვყოფ მათ ძირითად და სათადარიგო ფეხბურთელებად. მათთვის შანსი უნდა მიმეცა და აბსოლუტურად ყველას თამაშით კმაყოფილი ვარ.
მეორე ნახევარში დაღლილი ფეხბურთელები შევცვალე და ვფიქრობ, რომ ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს. დღეს ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მიხარია, რომ ორი ძლიერი მეკარე მყავს. ტრუბინმა დღეს საკუთარი სიძლიერე გამოჩინა და შესანიშნავად ითამაშა. ყველა მატჩი სანახაობრივი არ გამოვა.
ქართველი ფეხბურთელები დღეს ჩვენ ყველას დიდი პატივისცემით გვეპყრობოდნენ. ასევე, არ იყო დიდი პრესინგი და ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. მოწინააღმდეგემ სივრცეები ჩაგვიკეტა. საჯარიმოს ხშირად ვუახლოვდებოდით, მაგრამ იქ დიდი დაბრკოლებები გვხვდებოდა. ვერტიკალურად ვცდილობდით თამაშს, მაგრამ არ გამოგვივიდა. ტაქტიკური და ემოციური თვალსაზრისით რთული მატჩი იყო.
საქართველო პოზიტიურად თამაშობდაა და ყველა ბურთზე იბრძოდა. მათგან ამას ველოდი. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ნაკრებია. ორი დღის განმავლობაში რთული იქნებოდა თქვენთვის ტაქტიკურად რამის შეცვლა. მე დღეს დავინახე გუნდი, რომელიც მაღალი სულისკვეთებით თამაშობდა.
ჩვენ საოცარი ბიჭები გვყავს, რადგან წარმოიდგინეთ, უკრაინა ომშაი და ყველას ჰყავს ოჯახის წევრი. მათ ურეკავენ და ეკითხებიან, თუ როგორი იყო ღამე და არა სტანდარტული კითხვები. მაგალითად რა მიირთვა გუშინ ვახშამზე. ეს ძალიან რთულია ემოციურად."
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი რამაზ სვანაძისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო, რომელიც სამწუხაროდ გამარჯვებით არ დასრულდა.
ჯვაროსნები შემდეგი ტურის მატჩს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთის წინააღდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.