ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

ექვსი სამქულიანი - მერკვილაძის შოუ ევროტურნირზე

ალექსანდრე მერკვილაძის პირველი მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი მიმდინარე სეზონში. ბელგიის „ოსტენდედან“ ნიდერლანდების „დონარ გრონინგემში“ გადასულმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა. ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის  სადებიუტო ტურში პოლონეთის „ანვილთან“ 81:97 წააგო, თუმცა ამაში მერკვილაძეს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის. 

მერკვილაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 38 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი, რაც მის გუნდში უმაღლესი მაჩვენებელი აღმოჩნდა. ალექსმა შორი დისტანციიდან განსაკუთრებული სიზუსტე გამოავლინა და 11-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო. მის აქტივში ასევე 7 მოხსნა (რითაც ასევე პირველი იყო თანაგუნდელებს შორის), 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირში, კერძოდ ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში მიმდინარე სეზონში საქართველოს წარმომადგენელიც ითამაშებს და ევროპულ კალათბურთში ძალებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი მოსინჯავს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი „ბათუმი“ ფიბას ევროთასზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტული წარმატებით დაიცვა - სუპერთასი თსუ-მ მოიგო
ტიტული წარმატებით დაიცვა - სუპერთასი თსუ-მ მოიგო