მამუკა კობახიძე, გიორგი დევდარიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი
Aa
Aa

„ეს ბიჭები შანსს იმსახურებენ“ - დევდარიანი ნაკრების დაცვის ხაზზე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ამჟამად ყველაზე მეტად დაცვაში რომ უჭირს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ ვილი სანიოლის ბოლოდროინდელი წარუმატებლობები სწორედ უკანა ხაზის დაულაგებლობას უკავშირდებოდა. ყველაზე მტკივნეული კი მაინც ეროვნული გუნდის წევრების კლუბებში უთამაშებლობაა, რის გამოც არავინ იცის, რომელი მცველი დაიწყებს ხვალ უკრაინასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გიორგი დევდარიანი

რამდენადაც უმაღლესი დონის შემტევი პოტენციალი გვაქვს, იმდენი პრობლემებია დაცვაში. ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამივე ცენტრალური მცველი შეიცვალა, რაც ნამდვილად დამაფიქრებელია. არ ვარ გუნდის შიდა სამზარეულოში ჩახედული და არ ვიცი, როგორ ფორმაში არიან ისინი. თუმცა, ასეთ დროს, როდესაც ლეგიონერ მცველებს მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რატომ არ შეიძლება შანსი Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებს მიეცეთ? „დინამო ბათუმი“ ზედიზედ იგებს თამაშებს და ამაში კლუბის კაპიტანს მამუკა კობახიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ძალიან კარგი პერიოდი აქვს „იბერია 1999“-ში ალექსანდრე ამისულაშვილს და მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, მათ აუცილებლად გამოვიძახებდი - ეს ბიჭები შანსის მიცემას იმსახურებენ.

ცნობისათვის, საბა გოგლიჩიძეს „უდინეზედან“ „მონცაში“ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით სათამაშო წუთები არ მისცემია. შედარებით მეტს თამაშობს, თუმცა მაინც იგივე პრობლემის წინაშე დგას საბა საზონოვი „ხეტაფეში“, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის წინ შვილი შეეძინა, თამაშამდე გამოძინება გასაგები მიზეზების გამო ვერ მოასწრო და შესაბამისად, დღის წესრიგში მისი შეცვლაც დადგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვილიმ რესურსი ამოწურა, ხვიჩა არასწორ პოზიციაზე ათამაშა“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან
„ვილიმ რესურსი ამოწურა, ხვიჩა არასწორ პოზიციაზე ათამაშა“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან