გიორგი ქოჩორაშვილი, ლუის გარსია
Aa
Aa

„მათით კმაყოფილი ვარ“ - სევილიას მწვრთნელმა ქოჩორაზე და ნახევარდაცვაზე ისაუბრა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ გუნდის ნახევარდაცვის რესურსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შემადგენლობით კმაყოფილია. ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი ქოჩორაშვილიც გამოარჩია.

რას ამბობს ლუის გარსია:

„იცით, რომ ხშირად 4-4-2 სქემით თამაში მიყვარს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცენტრშიც ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ერთ სქემაზე ჩაციკლული არ ვარ. წლების განმავლობაში 4-2-3-1 ან 4-3-3 ფორმაციითაც მითამაშია. ამჟამად ყველაზე ძლიერად თავს სწორედ ცენტრში ვხედავთ. აგუმე გამორჩეულ დონეზეა, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ჩემთანაა. და თუ მას დავუმატებთ ფოფანას, გურიდის, ქოჩორაშვილს, ასევე იმ დახმარებას, რისი გაწევაც ბიჭებს - მანუს და ნიკოს შეუძლიათ, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი რესურსი გვაქვს. კონკრეტული მატჩიდან გამომდინარე, ვითამაშებთ სამი ნახევარმცველით ან ორი თავდამსხმელით. ასე რომ, სათამაშო მონახაზი მეცვლება. ასევე მნიშვნელოვანია წინა ხაზის ფეხბურთელების პროფილი - ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და მაღალი პრესინგისთვის ზედგამოჭრილები არიან. ამ პროფილის მოთამაშეების გარეშე ასე მაღლა პრესინგს ვერ ითამაშებ. ჩვენ შეგვიძლია პრესინგის მიმართვა, რადგან ფიზიკურად ისეთი ნახევარმცველებიც გვყავს, რომლებსაც მის განსახორციელებლად მაღლა აწევა შეუძლიათ.“

5 ტურის შემდეგ, „სევილია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სტუმრად „ლევანტეს“ წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასპერინი მისგან უფრო ცენტრალურ როლს მოითხოვს“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს
„გასპერინი მისგან უფრო ცენტრალურ როლს მოითხოვს“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს