საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ფეხბურთელთა კლასის გამო, ფავორიტები ვართ“ | უკრაინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერგეი კრივცოვმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი აზრით, „ლურჯ-ყვითლები“ ფავორიტები არიან, მაგრამ რთული შეხვედრა ელოდებათ.

„ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში საქართველოს წინააღმდეგ ვითამაშეთ. საქართველო ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდია და ახლა ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. საქართველოს ნაკრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ფეხბურთელთა კლასისა და კვალიფიკაციის გამო, ფავორიტი უკრაინაა, თუმცა ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს.

რთულ შეხვედრას ველოდები, რომელიც ისეთივე ინტენსიური იქნება, როგორიც უნგრეთთან მატჩი იყო. მჯერა, უკრაინა გაიმარჯვებს და სხვა შედეგი არც კი წარმომიდგენია, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან საქართველოს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

როგორ გავანეიტრალოთ ხვიჩა? ეს მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების მოვალეობაა. ჩვენს გუნდს სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ უთამაშია და პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და სხვა ტოპ ნაკრებებთან ასპარეზობის გამოცდილება აქვს. სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად იპოვის გასაღებს, რომელიც მეტოქის ძლიერი მხარეების განეიტრალებაში დაგვეხმარება“.

ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. „ჯვაროსნებმა“ პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგეს, „ლურჯ-ყვითლებმა“ კი უნგრეთი 1:0 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი და ლობჟანიძე განაცხადში მოხვდნენ | რამაზ სვანაძის 23-კაციანი სია
საზონოვი და ლობჟანიძე განაცხადში მოხვდნენ | რამაზ სვანაძის 23-კაციანი სია