სუდაკოვის გარეშე | უკრაინას იარემჩუკი დაუბრუნდა
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა 23-კაციანი განაცხადა, რომელიც ანდრეა მალდერამ „ჯვაროსნებთან“ მატჩისთვის შეარჩია და უკრაინელებს დანაკლისი აქვთ.
საქართველოსთან შეხვედრას ვიტალი მიკოლენკო, ილია კრუპსკი, ოლექსანდრ დრამბაიევი, გეორგი სუდაკოვი, ივან ვარფოლომეიევი, ოლექსანდრ ნაზარენკო (წითელი ბარათი) და იგორ კრასნოპირი გამოტოვებენ. მათ ნაცვლად შემადგენლობაში ბოგდან მიხაილიჩენკო, ტარას მიხავკო, მიკოლა შაპარენკო, ოლექსანდრ პიხალიონოკი და ვლადისლავ ველეტენი არიან.
უკრაინის ნაკრებს დაუბრუნდა რომან იარემჩუკი, რომელმაც უნგრეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მის გარდა, შეტევაში ვლადისლავ ვანატი, დანილო სიკანი და მატვეი პონომარენკო არიან.
ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთი 1:0 დაამარცხა და სამი ქულა აქვს. საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.