კრიშტიანუ რონალდუ, ჟუან ჟეზუში
Aa
Aa

პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა | რონალდუმ ქომაგებს მადლობა არ გადაუხადა

ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პორტუგალია სტუმრად ნორვეგიას დაუპირისპირდა. უელსის შემდეგ „სელესაომ“ ვიკინგებიც დაამარცხა და 2:1 მოიგო. პორტუგალიელთა მხრიდან ჟოაუ ფელიქსი და გონსალუ რამუში გამოირჩნენ, ნორვეგიის ნაკრების მხრიდან კი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოიგო, რომელმაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. საფინალო სასტვენის შემდეგ კრიშტიანუ პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა და არ შეუერთდა თანაგუნდელებს, რომლებმაც შეხვედრის შემდეგ ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს ტაში დაუკრეს და მადლობა გადაუხადეს.

„სელესაოს“ მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს პრესკონფერენციაზე კრიშტიანუზე ჰკითხეს და მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვფიქრობდი, კრიშტიანუ მესამოცე წუთზე შემეყვანა, მაგრამ მატჩის სცენარმა სხვა საჭიროებები მოითხოვა. გადავწყვიტე, რომ არ იყო მომენტი, როდესაც მისი მოედანზე შესვლა ღირდა. წინ კიდევ ორი მატჩია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კრიშტიანუ მზად იყო, იმდენი ეთამაშა, რამდენსაც მოვისურებდი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და სხვა მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი მჭირდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ რონალდუ ჩემი გეგმების ნაწილი აღარაა — პირიქით. შესაძლოა, მან დანიასთან ითამაშოს. რატომ არ გადაუხადა მადლობა ფანებს? ეს მას უნდა ჰკითხოთ. მის აზრებს ვერ ვკითხულობ. პასუხი მეცოდინება, როდესაც მას დაველაპარაკები“.

ცნობისთვის, პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. „სელესაო“ მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს გამართავს და სტუმრად დანიას დაუპირისპირდება, რომელსაც სამი ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო შვიდ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა | მესის მაგარი გოლი და ინტერ მაიამის მარცხი
ბოლო შვიდ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა | მესის მაგარი გოლი და ინტერ მაიამის მარცხი