„უნგრეთზე მარტივი მატჩი არ გველოდება“ | უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელი საქართველოზე
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლექსი მიხაილიჩენკომ ერთა ლიგაზე, საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. მიხაილიჩენკო რთულ თამაშს ელოდება და თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამოთიშვა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
„საქართველოსთან უნგრეთზე მარტივი მატჩი ნამდვილად არ გველოდება, რადგან თუ ქართველებმა ორი საშინაო შეხვედრა წააგეს, პირველი ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა უნდა დაივიწყონ. ამაში 90 პროცენტით ვარ დარწმუნებული.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ საქართველო დაჭრილ ცხოველს წააგავს. „ჯვაროსნებს“ გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ — ხვიჩა კვარაცხელია. აუცილებელია, ის თამაშს პირველივე წუთიდან გამოვთიშოთ. ქართველებს ჩრდილოეთ ირლანდია რომ დაემარცხებინათ, ხვიჩას დასვენების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა და დარწმუნებული ვარ, ის პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება.
პირადად მე, ფავორიტად მაინც უკრაინას მოვიაზრებ, თუმცა ფრე მისაღები შედეგი იქნება. რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავმარცხდეთ. ისტორიულად, უკრაინისა და საქართველოს მატჩები ყოველთვის კარგი გამოდის. თუ გავიმარჯვებთ, ძალიან მაგარი იქნება, თუმცა ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის“.
ცნობისთვის, უკრაინამ პირველ შეხვედრაში უნგრეთი დაამარცხა და სტუმრად 1:0 მოიგო. „ჯვაროსნებისა“ და „ლურჯ-ყვითლების“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.