ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო უნგრეთზე ძლიერი გუნდია“ - ვეტერანი უკრაინელი ხვალინდელ მატჩზე

ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და „კარპატის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მიხაილო კოპოლოვეცმა საქართველოსა და უკრაინის მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ნაკრებს „დინამო არენაზე“ რთული გასეირნება ელის. ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ საქართველო უნგრეთზე ძლიერი ნაკრებია.

რას ამბობს კოპოლოვეცი:

„5 ოქტომბერს უნგრეთთან კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გვექნება და იგივე ემოციების გავლა მოგვიწევს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძლიერია და მთლიანობაში, უნგრეთზე უკეთესები ვართ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ორი დღის წინ, პრობლემები არ იქნება“.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი მეტოქე კარგი, ძლიერი და ტექნიკური გუნდია. იქ კარგი შემსრულებლები არიან. ამ თამაშის ყურება უფრო საინტერესო იქნება. საქართველო უნგრეთზე უფრო სახიფათო და ძლიერი მეტოქეა.

დატვირთული გრაფიკი? მგზავრობა გუნდზე ყოველთვის მოქმედებს. როცა ევროთასებზე ვთამაშობთ, ყველა მწვრთნელი მგზავრობაზე წუწუნებს, რადგან გუნდის სრულად გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება. გზაში გატარებული ეს ერთი დღე აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთულ თამაშს ველით“ - უკრაინელების პრესკონფერენცია
„ძალიან რთულ თამაშს ველით“ - უკრაინელების პრესკონფერენცია