მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მუშაობს, რათა მერაბის ძლიერი მხარეები გაანეიტრალოს“ | იანი ტრილოგიისთვის ემზადება

პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან გასამართი ტრილოგიისთვის ემზადება. UFC-ის მებრძოლმა, ასაფ ჩოპუროვმა იანის მოსამზადებელ კემპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მანქანა“ მარტივი მეტოქე ნამდვილად არ არის.

„როდესაც ჩემპიონთან ვარჯიშობ, ხვდები, რა დონეზე იმყოფები. იანი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მენტალურად, მსოფლიოში საუკეთესოა. პიოტრი ამბობს, რომ მაშინაც კი უნდა ივარჯიშო, როდესაც დაღლილი ხარ. მერაბ დვალიშვილთან ჩხუბზე საერთოდ არ ღელავს, ამაზე არც კი ფიქრობს.

იანმა იცის, თავისი ძლიერი მხარეები რა არის და მეტოქეს უპირატესობა რაში აქვს. იანი მუშაობს იმისთვის, რათა დვალიშვილის ძლიერი მხარეები გაანეიტრალოს. რუს მებრძოლს ყველაფერი აქვს, რათა 24 ოქტომბერს გაიმარჯვოს, თუმცა დვალიშვილი მარტივი მეტოქე არ არის. მას დაუჯერებელი კარდიო აქვს და ეს უპირატესობას აძლევს“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის ტრილოგიას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. მათი ჩხუბი აბუ-დაბიში გასამართი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო შვიდ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა | მესის მაგარი გოლი და ინტერ მაიამის მარცხი
ბოლო შვიდ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა | მესის მაგარი გოლი და ინტერ მაიამის მარცხი