„მესი და რონალდუ ოქროს ბურთზე არ მათხოვრობდნენ“ - ესპანელი ჟურნალისტი
ესპანელმა ჟურნალისტმა მარია ტრისაკმა განაცხადა, რომ ლამინ იამალი და კილიან მბაპე „ოქროს ბურთს“ ეხვეწებიან.
მისი თქმით, ეს იშვიათი რამაა. რონალდუ და მესი მსგავს რაღაცებს არ კადრულობდნენ.
„ასეთი რამ არ მახსოვს. ეს უბრალოდ დამღლელია, მართლა დამღლელია. ეს უკვე აკვიატებას ესაზღვრება.
ბევრჯერ გვინახავს, როგორ ამბობს რონალდუ: „მე საუკეთესო ვარ“. ან თუნდაც მესი ამბობს ამას (რეალურად მესის არასდროს უთქვმს), მაგრამ არასდროს მინახავს, რომ ლეოს ან კრიშტიანუს პიარ-კამპანია ჩაეტარებინოთ ან ჯილდო ემათხოვრათ. არასდროს მინახავს მესი, რომელიც ამბობს: „გთხოვთ, პრიზი მე მომეცით“. ან რონალდუ სიტყვებით: „გთხოვთ, ამ ჯილდოს წაღება მე მინდა“.
დღეს კი ამას ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც უერთდება, რათა თავისი მოთამაშეებისთვის „ოქროს ბურთი“ მოიპოვოს. ჩვენ რაღაც უცნაურ დინამიკაში შევდივართ, როცა ჯილდოს ხვეწნაა საჭირო“,
- თქვა esRadio-ს წამყვანმა და თოქ-შოუ El Chiringuito de Jugones-ში.
შეგახსენებთ, რომ ბუკმეიკერების ბოლო მონაცემებით, ლამინ იამალი ჰარი კეინს გაუთანაბრდა და ამჟამად „ოქროს ბურთის“ მოგების ორ მთავარ ფავორიტს შორის იმყოფება.