ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ოქროს ბურთი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ოქროს ბურთი: იამალი კეინს გაუთანაბრდა და შესაძლოა ფავორიტიც გახდეს

ბუკმეიკერების შეფასებით, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები მბაპესთვის მკვეთრად შემცირდა, რომლებიც ფრანგს ახლა მხოლოდ მეოთხე საუკეთესო კანდიდატად განიხილავენ.

„ოქროს ბურთის“ გარშემო საუბრები ბოლო დღეებსა და კვირებში უფრო გააქტიურდა, რადგან დაჯილდოებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.

საპროგნოზო ბაზრები და ტრადიციული ბუკმეკერების შეფასებები ბოლო დღეებში მკვეთრად შეიცვალა, სადაც ლამინ იამალი ჰარი კეინთან ერთად ძლიერ კონკურენტად გამოიკვეთა.

ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Polymarket, „ბარსელონას“ ათიანის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდა და მან კეინსაც კი გადაუსწრო.

Polymarket-ის უახლესი მონაცემები ამჟამად აჩვენებს, რომ კეინი და იამალი პირველ ორ ადგილს იკავებენ, მაშინ როცა მბაპე საგრძნობლად უკანაა, ლიონელ მესი კი მოულოდნელად დაწინაურდა.

თავის მხრივ, იამალს არასდროს დაუმალავს თავისი სურვილი თუ რწმენა, რომ ის ამ ჯილდოს მოგებას სრულად იმსახურებს. 19 წლის ფეხბურთელმა ახლახან თქვა:

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ „ოქროს ბურთის“ მოსაგებ დონეზე მხოლოდ წელს ვიყავი... ეს უკვე დიდი ხანია ასეა.“

ამ მომენტისთვის, ბუკმეიკერებსა და სხვადასხვა გამოცემებს, თუ დავეყრდნობით, „ოქროს ბურთის“ მოსაგებად გადამწყვეტი ბრძოლა ჰარი კეინსა და ლამინ იამალს შორის შედგება. მესამე პოზიციაზე კილიან მბაპეა, მეოთხეზე კი ლეო მესი, თუმცა არგენტინელი ფრანგს ნელ-ნელა უთანაბრდება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ძირითადად მე-5 და მე-6 პოზიციებზე ფიგურირებს, თუმცა საბოლოოდ ხმის მიცემის პროცედურაზე ეს ყველაფერი რამდენად მოახდენს გავლენას რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები