დარღვევების შესახებ სიტიმ ივლისში იცოდა, რის შემდეგაც ტრანსფერებში 450 მილიონი ფუნტი დახარჯა
„მანჩესტერ სიტი“ ფინანსური დარღვევების საქმეში დამნაშავედ ჯერ კიდევ ზაფხულში ცნეს.
გასულ კვირას „ქალაქელები“ პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს - ერთის გარდა. 2023 წლის თებერვალში პრემიერლიგამ „სიტი“ 2009-დან 2018 წლამდე პერიოდში ფინანსური წესების 115 სხვადასხვა დარღვევაში დაადანაშაულა. მოგვიანებით გაზეთმა The Times-მა დაწერა, რომ საუბარია არა 115, არამედ 130 დარღვევაზე: როდესაც პრემიერლიგამ ბრალდებების შესახებ ახალი გამოცხადებული ჰქონდა, ზოგიერთ წესთან დაკავშირებით გაუგებრობა წარმოიშვა.
ESPN-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი კომისიის ვერდიქტის შესახებ „სიტის“ ჯერ კიდევ ივლისში აცნობეს.
ამის შემდეგ კლუბმა თავისი სატრანსფერო რეკორდი ორჯერ მოხსნა, როდესაც „ნოტინგემ ფორესტიდან“ 116 მილიონ ფუნტად ელიოტ ანდერსონი და „ჩელსიდან“ 125 მილიონ ფუნტად ენცო ფერნანდესი შეიძინა.
აღინიშნება, რომ ანდერსონის ტრანსფერი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ „მანჩესტერ სიტის“ დამნაშავედ ცნობდნენ. „ქალაქელები“ „ნოტინგემს“ 2 ივლისს შეუთანხმდნენ და ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად 23 ივლისს განაცხადეს.
მთლიანობაში, გასულ ზაფხულს „სიტიმ“ ტრანსფერებზე 526 მილიონი ევრო (451 მლნ ფუნტი) დახარჯა.