თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა ყოფილ გუნდთან - დუბაიმ ბარსელონას მოუგო

ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას დუბაიმ ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბს ბარსელონას უმასპინძლა და 94:87 დაამარცხა.

თავდაპირველად საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა.

შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი და 38 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 4 ქულას, 2 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

თორნიკემ სამი 2-ქულიანი და ორი ჩააგდო და ასე დააგროვა 4 ქულა. 2 მოხსნიდან ორივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი მხოლოდ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, დუბაი ევროლიგას 2-დან 2 გამარჯვებით ლიდერობს. შემდეგ ტურში, ქართველის გუნდი ფენერბაჰჩეს ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველა კალათბურთელი მომწონს, ვინც გავიფორმეთ“ | დონჩიჩი სეზონის სტარტს ელოდება
    „ყველა კალათბურთელი მომწონს, ვინც გავიფორმეთ“ | დონჩიჩი სეზონის სტარტს ელოდება