„რთული მატჩი გველოდება“ - უნგრეთის მწვრთნელმა საქართველოზე ისაუბრა
ერთა ლიგაზე გამართულ საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ ამავე ჯგუფში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიამ ბელფასტში უნგრეთი მიიღო და აქაც, თბილისური მატჩის მსგავსად, უგოლო ფრე დაფიქსირდა.
უნგრელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ მატჩის შეფასებისას საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:
„ჩრდილოირლანდიელებს ბევრი სივრცე არ მივეცით, თუმცა რამდენიმე შეცდომა დავუშვით როგორც ბურთის ამოტანისას, ისე დაცვაში თამაშისას, შეტევაში კი არსებული შანსები ვერ გამოვიყენეთ.
მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით და, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მოგებაც შეგვეძლო. ერთი ქულით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ უკვე მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ფეხბურთელების მონდომებას ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ, თუმცა უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
ორი მატჩი უგოლოდ კარგი არაა. ეს ეროვნული ნაკრებია, რომლისგანაც გულშემატკივრები ბევრს ელიან. საქართველოსთან მატჩში შევეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. რთული მატჩი გველოდება, რასაც როგორც ოპონენტის სიძლიერე, ისე ჩვენი საკადრო პრობლემები განაპირობებს“.
ცნობისთვის, უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.