ხვიჩა სამეულს მიღმაა | GiveMeSport-ის გარემარბების რეიტინგი
ბრიტანულმა გამოცემამ GiveMeSport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი რეიტინგში მეოთხე ადგილზე მოხვდა.
„ნაპოლი“ კარგად ინარჩუნებდა ხვიჩა კვარაცხელიას, სანამ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართველი ვარსკვლავი ევროპის ყველაზე პრესტიჟული კლუბების სამიზნეებს შორის მოხვდა, ნეაპოლიდან მისი წასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო და საბოლოოდ ის პსჟ-ში აღმოჩნდა. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლის ტრიუმფში დიდი წვლილის შემდეგ (25 გოლი 34 მატჩში), ხვიჩამ თავისი ელიტური დონე საფრანგეთშიც დაადასტურა.
ბურთთან ერთად ეს გარემარბი ბრწყინვალე დრიბლინგს აჩვენებს. სისწრაფისა და ძალის ეს შთამბეჭდავი ნაზავი ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს კამპანიებშიც გამოჩნდა. გასულ სეზონში ხვიჩა იმდენად კარგი იყო, რომ ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა“.
პირველ ადგილზე რეიტინგში ლამინ იამალია, მეორეზე - მაიკლ ოლისე, მესამეზე კი უსმან დემბელე. სრულად რეიტინგს ამ ბმულზე გაეცნობით.