როი კინი
Aa
Aa

როი კინი „სიტის“ დარღვევებზე: ასეთი მედლების ადგილი სანაგვეზეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელი როი კინი პრემიერლიგის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ფინანსური რეგულაციების 114 დარღვევაში „მანჩესტერ სიტის“ ბრალეულობა დადასტურდა.

„წითელი ეშმაკების“ ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ „ქალაქელების“ ფეხბურთელებმა ხსენებულ პერიოდში მოგებული საჩემპიონო მედლები სანაგვეზე უნდა მოისროლონ.

როი კინი:

„მათ იცოდნენ, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს დააზარალებს, თუმცა მაინც ასე მოიქცნენ. მე რომ ფეხბურთელი ვიყო, ამ მედლებს სანაგვეზე მოვისვრიდი. 100%-ით - ეს ხომ თაღლითობაა.

ფეხბურთელებმა მოედანზე ტიტული იმის ხარჯზე მოიგეს, რომ მოედნის მიღმა თაღლითობას ჰქონდა ადგილი“.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის 115 ეპიზოდიდან 114-ში დამნაშავედ ცნო, ხოლო პრემიერლიგამ - 115 ეპიზოდში. რა სანქციები დაუწესდება მანჩესტერულ კლუბს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „სიტიში“ უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
115 ბრალდებიდან 114 - მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს
115 ბრალდებიდან 114 - მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს