„ჩემპიონობას არ ვიმსახურებდით, ასეთი მედალი არ მჭირდება“ - რუნი სიტის შესაძლო სასჯელზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის საჩემპიონო ტიტულს ჩამოართმევენ, ის ჩემპიონის კიდევ ერთ მედალზე უარს იტყვის.
„მართალი გითხრათ, კიდევ ერთ მედალზე უარს ვიტყოდი - ეს არაკომფორტული იქნებოდა. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ჩემპიონობა დავიმსახურეთ. [2011/12 წლების სეზონში, როცა „სიტისა“ და „იუნაიტედს“ 89-89 ქულა ჰქონდათ, ჩემპიონები კი „ქალაქელები“ გახდნენ], არ გვითამაშია ისე, რომ ჩემპიონობა დაგვემსახურებინა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4-5 ტურით ადრე 6-7-ქულიანი უპირატესობა გვქონდა, რომელიც გავანიავეთ.
თუ „სიტის“ ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ და ახლა მათ მედლებს ჩამოართმევენ, ეს ძალიან საწყენი იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიგრძნობდი თავს მათ ადგილზე. 5-ჯერ მოვიგე პრემიერლიგა და ამით კმაყოფილი ვარ. ასეთი მედალი ნამდვილად არ მინდა. უნდა ჩამოერთვას თუ არა „სიტის“ ჩემპიონობა მათი მფლობელების ქმედებების გამო? შესაძლოა. თუმცა ამ მედლის მიღება ჩემთვის არაკომფორტული იქნებოდა“.
ცნობისთვის, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის 115 ეპიზოდიდან 114-ში დამნაშავედ ცნო. რა სანქციები დაუწესდება მანჩესტერულ კლუბს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „სიტიში“ უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.