ENBL | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დუბრავასთან დამარცხდა
Aa
Aa

ENBL | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დუბრავასთან დამარცხდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი BC CIU ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის(ENBL/European North Basketball League) პირველ ტურში ხორვატიულ დუბრავას დაუპირისპირდა და სადებიუტო შეხვედრაში, უმძიმეს ბრძოლაში 82:87 დამარცხდა.

აღსანიშნავია, BC CIU დიდი ხნის განმავლობაში იგებდა. ბოლო მეოთხედის დაწყების წინ, 6 ქულითაც იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს.

ქართული კლუბის მხრიდან საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ტომი ლევისი იყო. 25 წლის კალათბურთელმა 32 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ასევე გამორჩეული იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც არასრულ 22 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ტურძილაძესაც, რომელმაც 30 წუთსა და 15 წამში 13 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს დებიუტი ჰქონდა და წაგების მიუხედავად შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ცნობისთვის, European North Basketball League გახლავთ საერთაშორისო საკლუბო საკალათბურთო შეჯიბრება, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კლუბები მონაწილეობენ.

2026/27 წლების სეზონში ტურნირში 18 გუნდია, რომლებიც ორ ჯგუფში, თითოეულში 9 გუნდად არიან გადანაწილებული. თითოეული გუნდი რეგულარულ სეზონში 8 მატჩს ატარებს — 4-ს სახლში და 4-ს სტუმრად. ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის მეოთხედფინალში.

ქართული კლუბი ENBL-ში მეორე ტურის მატჩს 7 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში იონავას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 4 ქულა ყოფილ გუნდთან - დუბაიმ ბარსელონას მოუგო
შენგელიას 4 ქულა ყოფილ გუნდთან - დუბაიმ ბარსელონას მოუგო