საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ერთი მომენტიც ვერ შევქმენით“ - უკრაინაში თამაშით უკმაყოფილოები არიან

კიევის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა, ოლეგ სალენკომ ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ფრედ (0:0) დასრულებული მატჩი შეაფასა.

რას ამბობს სალენკო:

„თამაშით, ასე ვთქვათ, არანაირი შთაბეჭდილება არ დამრჩენია, რადგან ორივე გუნდი 90-ზე მეტი წუთის განმავლობაში ბურთს აგორებდა და ისე რა თამაშობდა... უკრაინას მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი საგოლე მომენტი არ შეუქმნია, ჩვენი ბიჭები მხოლოდ შორი მანძილიდან ურტყამდნენ და კარში ზუსტად მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ბოლო 15-20 წუთი გუნდები აშკარად უბრალოდ მატჩს ასრულებდნენ და ელოდნენ, როდის გაისმებოდა საფინალო სასტვენი.

ალბათ, მალდერას უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებისთვის თამაში უნდა ეიძულებინა და არა უბრალოდ ბურთის გორება. ერთა ლიგის A დივიზიონის არაერთ მატჩს ვუყურე და იქ ფეხბურთელები მოედანზე მთელი დროის განმავლობაში წინ და უკან დარბიან, ჩვენები კი... ალბათ, იქ სათამაშოდ მზად ჯერ არ ვართ.

როტაცია? ეს იმაზე მეტყველებს, რომ მალდერა ჯერ კიდევ ეცნობა გუნდს, მოთამაშეებს, სურს ყველა საქმეში ნახოს და არა მხოლოდ ვარჯიშებზე. მიმდინარეობს ახალი ნაკრების მშენებლობის პროცესი. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც ვნახავთ ცვლილებებს.

უნგრეთთან გამარჯვება? არ ვიცი, ვინ აქებდა იქ მალდერას, მაგრამ მე ნამდვილად არა. ვფიქრობ, ის ზედმეტად არავის უქია, უბრალოდ გუნდმა გაიმარჯვა, ამიტომ ყველა შეცდომაზე თვალი დახუჭეს და ყველაფერი აპატიეს. ეს ნორმალურია. ლობანოვსკიც კი ამბობდა, რომ თამაში გავიწყდება, შედეგი კი რჩება.

საქართველო ფლობდა ინიციატივას, მაგრამ, ჩვენების მსგავსად, საჯარიმოში არაფერს ქმნიდა. ყველაფერი – შორიდან. ხოლო ბურთის ფლობა თავისთავად თამაშზე არ მოქმედებს, ეს არ არის ის კომპონენტი, რომელიც ყველაფერს წყვეტს.

შედეგი 0:0 100%-ით სამართლიანია. მთავარია - უკრაინელებმა მომდევნო თამაშის წინ სწორი დასკვნები გამოიტანონ. საბოლოო ჯამში, საქართველოსთან ფრე და ერთი მოპოვებული ქულა ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუ სატურნირო სტრატეგიაზე ვისაუბრებთ“.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს უნგრეთთან ერთად, რომელსაც ასევე 1 ქულა აქვს, მე-3-მე-4 ადგილს ინაწილებს, პირველ-მეორე ადგილებზე კი 4-4 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა არიან.

აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე
„მოგება გვინდოდა, მაგრამ…“ - კვარაცხელია უკრაინასთან მატჩზე