ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, ფაბრიციო რომანო, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ხვიჩას გამოვყოფდი, მაგრამ...“ - ფაბრიციო რომანო ოქროს ბურთზე

ცნობილმა იტალიელმა სატრანსფერო ინსაიდერმა და ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზე ისაუბრა და ორი ფეხბურთელი - ლამინ იამალი და ჰარი კეინი გამოარჩია.

„რამდენიმე ფეხბურთელს ჯილდოს მოგების საკმაოდ რეალური შანსი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. „ოქროს ბურთისთვის“ 6-7 ფეხბურთელი იბრძვის, მაგრამ უდიდესი ალბათობით ეს ლამინ იამალი ან ჰარი კეინი იქნება. მათ შორის შანსები 50/50-ზეა, ან 51/49-ზე.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მომეწონა. მას სათანადოდ არ აფასებენ - არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო... არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა გააკეთა ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე. 

ნეაპოლიდან ვარ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რასაც კვარაცხელია იტალიაში აკეთებდა. ყოველთვის ვამბობ, რომ ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელთა თამაშის გამოც შემიძლია დივანიდან წამოვხტე. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ჩემპიონატს და სხვა ტიტულებს, ვფიქრობ, იამალი ან კეინი გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი | ალ-ხელაიფიმ კვარა, დემბელე და ფაბიანი გამოარჩია
ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი | ალ-ხელაიფიმ კვარა, დემბელე და ფაბიანი გამოარჩია