სანდრო მამუკელაშვილი, ჯეი ჯეი რედიკი
Aa
Aa

დამაკავშირებლის როლი | ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. რედიკმა ახსნა, მოახლოებულ სეზონში „მამუს“ რა როლი ექნება და აღნიშნა, რომ მისი პარკეტზე ყოფნა მთელი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

„რა როლი ექნება მამუკელაშვილს? თავისუფალი აგენტების ბაზრის პერიოდში, როდესაც სანდროს დავურეკე, ამის შესახებ ვუთხარი და გუშინაც გავიმეორე. მან მკითხა, გუნდში ჩემს როლს როგორ ხედავო და ვუპასუხე: „შენ კალათბურთელი ხარ“.

სანდროს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. დარწმუნებული ვარ, იქნებიან გუნდები, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრის პოზიციაზე იასპარეზებს, ზოგჯერ კი მსუბუქი ფორვარდი ან მსროლელი მცველი იქნება. ერთ-ერთი რამ, რაც მასში ძალიან მომწონს და რასაც ჯგუფურ ვარჯიშებზე, ამ ბიჭების თამაშებზე და დღესაც ვადევნებდი თვალს, არის ის, რომ ის შეტევების დამაკავშირებელია.

ანუ, როდესაც შეტევა იჭედება და მისი გაგრძელება ვერ ხერხდება, მამუს შეუძლია, ბურთი მიიღოს, დრიბლინგი განახორციელოს და იერიში გააგრძელოს. ის თამაშს სწორად წაიკითხავს და ფარამდე მისვლა შეუძლია. ასე რომ, ვფიქრობ, მისი პარკეტზე ყოფნა გუნდს შეტევაში ძალიან დაეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს და „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება. მანამდე ლოს-ანჯელესელებს პრესეზონის თამაშები ელით, რომლებიც 6 ოქტომბერს იწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი | ალ-ხელაიფიმ კვარა, დემბელე და ფაბიანი გამოარჩია
ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი | ალ-ხელაიფიმ კვარა, დემბელე და ფაბიანი გამოარჩია