გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

25 მილიონი იანვარში - იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძესა და რომაზე წერს

„რომა“ მზადაა, იანვარში გიორგი კვერნაძის სანაცვლოდ „ფროზინონეს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი მარკო ბარძაგი იტყობინება.

მისი ცნობით, „ჯალოროსი“ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის, გიორგი კვერნაძის გადაბირებას აპირებს და მზადაა „ფროზინონეს“ უკვე იანვარში მიმართოს. „ფროზინონესთვის“ შუა სეზონში ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არასასურველი იქნებოდა, ვინაიდან კლუბის მიზანი სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ ასეთი წინადადების შემთხვევაში ტრანსფერის ალბათობა გაიზრდება.

„გასპერინი გარემარბს ეძებს და მისი სათამაშო სტილისთვის კვერნაძის ტრანსფერი იდეალური იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს ქართველი იანვრამდე დარჩენილ მატჩებში, მაგრამ მის მიმართ ინტერესი პრემიერლიგიდანაც არსებობს, „რომაში“ კი იციან, რომ ინგლისურ კლუბებთან კონკურენციაში შესვლა გაუჭირდებათ“, - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე 23 წლის კვერნაძის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. ქართველი გარემარბი „ფროზინონეს“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს, სერია ა-ში სადებიუტო სეზონი კი ძალიან კარგად დაიწყო: მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყდა - გიოზთეფეში გუგეშაშვილის კარიერა დასრულდა
ყველაფერი გადაწყდა - გიოზთეფეში გუგეშაშვილის კარიერა დასრულდა