„ყველა საჭირო თვისება აქვს“ | ბოლონი მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს ადარებს
„მეცის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლაშლო ბოლონიმ M4Sport-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა. ბოლონი „ჯვაროსნების“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ძალიან კარგად იცნობს და „მეცში“ მასთან ერთად მუშაობდა.
„ჩვენთვის ის ყოველთვის მიქა იყო, სულ ესაა. მეცში იჯარით იმყოფებოდა, ბელგიურ კლუბში თამაშობდა და შემდეგ ჩვენთან დაბრუნდა. მახსოვს, თავდამსხმელებს ვათამაშებდით, მაგრამ გოლი ვერც ერთ მათგანს გაჰქონდა, სანამ მიქა მობილიზაციას არ მოახდენდა და ისე არ დაიწყებდა თამაშს, როგორც მისგან ვითხოვდი.
მიქაუტაძე ძალიან კარგი ბიჭია. მასთან შეგიძლია, სასიამოვნო საუბარი გქონდეს და იხუმრო. შემიძლია, გიორგი ემილიო ბუტრაგენიოს. ის არის თავდამსხმელი ყველა საჭირო თვისებითა და თამაშის რიტმის კარგი შეგრძნებით. მაღალი არ არის, მაგრამ როდესაც მწვრთნელი ვიყავი, თავით ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
ქულები ორივე ნაკრებს სჭირდება, განსაკუთრებით უნგრეთის ეროვნულ გუნდს, და, რამდენადაც ვიცი, მათ სერიოზული მეტოქე დიდი ხანია არ დაუმარცხებიათ. საქართველოს „მძიმეწონოსან“ ნაკრებს ვერ ვუწოდებდი, თუმცა უნგრეთისთვის, როგორც წესი, უფრო რთულია ხოლმე, როდესაც თამაშისა და ბურთის გაკონტროლება უწევს“.
ცნობისთვის, ბოლონის „მეცში“ ყოფნისას მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მისი გუნდი უმაღლეს დივიზიონში დაუპირისპირდება. რაც შეეხება უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს, შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45-დან დაიწყება.