სასპონსორო შემოსავლებს ხელოვნურად ზრდიდნენ - სიტის დარღვევები დეტალურად
Aa
Aa

სასპონსორო შემოსავლებს ხელოვნურად ზრდიდნენ - სიტის დარღვევები დეტალურად

„მანჩესტერ სიტის“ საქმეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების დეტალები ხდება ცნობილი.

კერძოდ, როგორც პრემიერლიგის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „სიტი“ აფორმებდა აბუ-დაბიში მდებარე კომპანიებთან სასპონსორო შეთანხმებებს, რომელთა ოდენობაც საბაზრო ღირებულებას საგრძნობლად აღემატებოდა.

თუმცა, როგორც გაირკვა, სპონსორები სრულ თანხას არ იხდიდნენ. მათ „სიტის“ ანგარიშებზე მხოლოდ „საბაზო თანხა“ შეჰქონდათ, ხოლო თანხის დანარჩენ ნაწილს კლუბის მფლობელი Abu Dhabi United Group-ი ფარავდა.

კლუბის საფინანსო დეკლარაციებში შემოსავლის სახით მხოლოდ „საბაზო თანხა“ უნდა ასახულიყო, „სიტი“ კი ამ ველში მთელ შემოსულ თანხას უთითებდა და მალავდა იმ ფაქტს, რომ ამ თანხის უდიდეს ნაწილს Abu Dhabi United Group-ი იხდიდა.

ასეთ სქემას კლუბი 2009-10 წლების სეზონიდან 2017-18 წლების სეზონამდე იყენებდა. ამ პერიოდში კლუბმა 949.94 მლნ გირვანქა სასპონსორო შემოსავლები დაადეკლარირა, რეალურად კი სპონსორებმა კლუდს მხოლოდ 119.25 მლნ გირვანქა გადაუხადეს, დანარჩენი კი (830.69 მლნ) Abu Dhabi United Group-მა დაფარა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის 115 ეპიზოდიდან 114-ში დამნაშავედ ცნო, ხოლო პრემიერლიგამ - 115 ეპიზოდში. რა სანქციები დაუწესდება მანჩესტერულ კლუბს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „სიტიში“ უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როი კინი „სიტის“ დარღვევებზე: ასეთი მედლების ადგილი სანაგვეზეა
როი კინი „სიტის“ დარღვევებზე: ასეთი მედლების ადგილი სანაგვეზეა