ბრაიან ორტეგა, ალექსანდრე თოფურია, ირჟი პროხაზკა, დენ ჰუკერი
Aa
Aa

ალექსანდრეს დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა | კატარში პროხაზკაც იჩხუბებს

ალექსანდრე თოფურია 21 ნოემბერს, კატარში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს. საბრძოლო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ელ კონკისტადორი“ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება და ამავე ღონისძიების სხვა მონაწილეების ვინაობაც ცნობილი გახდა.

მთავარი მოვლენა ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩხუბია, რომელშიც ირჟი პროხაზკა ნავახო სტირლინგს დაუპირისპირდება. ქვემსუბუქ წონაში ალჯამეინ სტერლინგი საუკეთესოს ვინაობას კევინ ვალეხოსის წინააღმდეგ გაარკვევს, ხოლო მსუბუქ წონაში დენ ჰუკერი ბრაიან ორტეგას შეხვდება.

უმსუბუქეს წონაში კიოჯი ჰორიგუჩი იჩხუბებს, ვისი მეტოქეც ასუ ალმაბაიევია. საშუალო წონაში ჯარედ კანონიერი ისლამ ალისკეროვს შეხვდება. მძიმე წონაში დაბრუნდება შამილ გაზიევი, რომელიც ტალისონ ტეიშეირასთან იასპარეზებს, ხოლო ამირ ალბაზი ალესანდრო კოსტას ეჩხუბება.

ცნობისთვის, ალექსანდრეს მეტოქე ლუნა მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან რვა მოგებული აქვს. მან სამჯერ ნოკაუტით მოიგო, ოთხჯერ — მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით (საბმიშენით), ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნერვების თამაში იყო“ - უკრაინის ექს-ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე
„ნერვების თამაში იყო“ - უკრაინის ექს-ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე