„მაინც შესძელი, ეს ტკივილი სიმწარის ნაცვლად ძალად გექცია...“ - გიგა ჭიკაძის მეუღლის მიმართვა
MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ის წევრი ოფიციალურად აღარ არის.
ამასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში „ნინძას“ მეუღლემ, თამუნა გაზაშვილმა გაავრცელა.
რას წერს გაზაშვილი.
„მადლობა! ხალხი ხედავდა გამარჯვებებსა და მარცხებს, მაგრამ მხოლოდ შენ და ღმერთმა იცით, რა ფასად დაგიჯდა ეს ყველაფერი - ის ღამეები, როცა ტკივილს ჩუმად ატარებდი, წნეხი და შიშები, რომლებიც სახლში, ჩვენამდე არასდროს მოგქონდა. ჩემ თვალწინ დაკარგე დედა და მაინც შესძელი, ეს ტკივილი სიმწარის ნაცვლად ძალად გექცია. არასდროს დანებებულხარ, არც ერთი წამით. იბრძოდი შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ, რამდენი რამ გაიღე. და მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებდა, ეხმარებოდი ხალხს - ჩუმად, კამერების გარეშე, ყოველგვარი აღიარების გარეშე. ვამაყობ იმით, როგორი კაციც ხარ, როგორი მამაც იყავი და იმით, თუ როგორ აგრძელებდი წინსვლას მაშინაც კი, როცა გტკიოდა. მჯერა, რომ შენი ცხოვრების შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო დიდი იქნება - არა ტიტულების გამო, არამედ იმის გამო, თუ ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს. იმედი მაქვს, ერთ დღეს შევძლებ, შენი სრული ისტორია სათანადოდ მოვყვე. დღეს კი უბრალოდ მინდა, მადლობა გითხრა. გხედავ, პატივს გცემ და სამუდამოდ მეყვარები“.
გიგა ჭიკაძემ MMA-ში 22 ბრძოლა ჩაატარა, რომელშიც 25 მოიგო და 7-ჯერ დამარცხდა. UFC-ში მისი რეკორდი 8 გამარჯვება და 5 მარცხია. „ნინძამ“ ბოლო ბრძოლა 2026 წლის 20 სექტემბერს, ჟოანდერსონ ბრიტოსთან გამართა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს