„ნერვების თამაში იყო“ - უკრაინის ექს-ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ევგენი ლევჩენკომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში საქართველოსთან მატჩის (0:0) შესახებ ისაუბრა:
„ჩემი აზრით, ეს თამაში ძალიან დაძაბული და ცოტა ნერვიული იყო. მოედნის ცენტრში ძალიან ბევრი შეცდომა დაფიქსირდა. ვფიქრობ, ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობა ყოველთვის არის რისკი, რომელსაც მწვრთნელი საკუთარ თავზე იღებს.
როცა მოედნის ცენტრში ვხედავთ, რომ დაცვასა და თავდასხმას შორის კავშირი არ არის, ეს ძალიან რთული სიტუაციაა.
დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სათამაშო სტილი და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მაგარია. მაგრამ როდესაც ასეთი შეცდომები ხდება, ეს გვიჯდება... ყველამ ვიცით - ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ბურთის დასაბრუნებლად და თამაშის შესაქმნელად.
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ჩვენ ვთამაშობთ ასეთ ფეხბურთს პასებითა და ზონებში გამოსვლით - ეს ძალიან მაგარია. ყველას გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მწვრთნელი მომავალშიც ასე გააგრძელებს“, - განაცხადა ლევჩენკომ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს უნგრეთთან ერთად, რომელსაც ასევე 1 ქულა აქვს, მე-3-მე-4 ადგილს ინაწილებს, პირველ-მეორე ადგილებზე კი 4-4 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა არიან.
აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.