„შეტევაში ლუკა მთელ NBA-ში საუკეთესოა“ - მამუკელაშვილმა დონჩიჩი შეაქო
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩზე ისაუბრა და სლოვენიელი გამთამაშებლის მაღალ საკალათბურთო ინტელექტს გაუსვა ხაზი.
„შესაძლოა, შეტევის მხრივ ლუკა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია. ყოველ შემთხვევაში ახლა NBA-ში მას არავინ სჯობს. მისი საკალათბურთო ინტელექტი სრულიად სხვა დონეზეა.
სწორად თუ გაიხსნები, ის აუცილებლად მოგძებნის პასით. ის არ არის ეგოისტი და პარკეტს მიღმაც ძალიან კარგი ბიჭია. ამიტომ მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად თამაშს და იმედი მაქვს, რომ კუთხეებიდან ბევრ სამქულიანს ჩავაგდებ“.
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს და „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება. მანამდე ლოს-ანჯელესელებს პრესეზონის თამაშები ელით, რომლებიც 6 ოქტომბერს იწყება.