მარკის რიდი
Aa
Aa

მარკის რიდის 15 ქულა ევროთასზე - ბაჰჩეშეჰირმა რომას მოუგო

საკალათბურთო ევროთასის პირველ ტურში „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი მარკის რიდი იცავს, „რომას“ დაუპირისპირდა და 91:78 გაიმარჯვა.

მარკის რიდმა პარკეტზე 19:53 წუთი გაატარა და ამ დროში 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რიდმა 1 სამქულიანი (2-დან) და 4 ორქულიანი (8-დან) ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ოთხივეჯერ ზუსტად ისროლა.

„რომას“ რიგებში 29 ქულა ნიკო მანიონმა ჩაგდო, 16 ქულა კი ჟერალდ აიაიმ. მატჩის MVP სწორედ მანიონი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ მარკის რიდი „ბაჰჩეშეჰირში“ სადებიუტო სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ის „ტრაბზონსპორში“ თამაშობდა და თურქეთის ჩემპიონატის MVP და საუკეთესო მექულე გახდა.

4 ოქტომბერს „ბაჰჩეშეჰირი“ თურქეთის სუპერლიგაში „ჩაიროვას“ ესტუმრება, 7 ოქტომბერს კი ევროთასზე უკვე ბულგარულ „ბალკანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაკავშირებლის როლი | ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
დამაკავშირებლის როლი | ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა