კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

“ყველას ვეტყვი სიმართლეს“ - კრიშტიანუ ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირადი თვითმფრინავით პორტუგალიის ნაკრები დატოვა. ამის შემდეგ, ალ ნასრის სუპერ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

რას წერს რონალდუ?

„ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გამართული პრესკონფერენციისა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბანაკი.

დროულად, ყველა პორტუგალიელს ვეტყვი სიმართლეს იმ მიზეზების შესახებ, რომლებმაც ეროვნული ნაკრების დატოვების გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. ამ ნაკრებს ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი.

ახლა კი დროა, წარმატება ვუსურვო პორტუგალიას და ყველა ჩემს თანაგუნდელს, გამონაკლისის გარეშე.“

ცნობისთვის, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუშმა კრიშტიანუ ნორვეგიის წინააღმდეგ ჯერ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო შემდეგ საერთოდ არ ათამაშა.

მაღალი ალბათობით, ამან რონალდუს გაღიზიანება გამოიწვია და კონფლიქტიც წარმოიშვა. დღეს კი ასეთი სიტუაცია მივიღეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში ბრუნდება - რაფინია ტრავმირებულია და ბრაზილიას ვერ დაეხმარება
ბარსელონაში ბრუნდება - რაფინია ტრავმირებულია და ბრაზილიას ვერ დაეხმარება