სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის 180 წუთი ნაკრებში - სევილიაში ეს არ მოეწონათ

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში უცვლელად ითამაშა. როგორც ჩანს, ეს ფაქტი სევილიაში არ მოსწონთ. ამის შესახებ გამოცემა Vamos Mi Sevilla წერს:

„სანაკრებო პაუზა სევილიელი გულშემატკივრებისა და ნერვიონის სამედიცინო შტაბისთვის ყოველთვის ნერვების ნამდვილ გამოცდად იქცევა.

„ფიფას ვირუსი“ კვლავ ემუქრება „სევილიას“ გეგმებს ჩემპიონატის მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელების დატვირთვა სამწვრთნელო შტაბში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კლუბი განსაკუთრებულ ყურადღებას საერთაშორისო მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას უთმობს. ყველაზე დიდი საფრთხე კი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნახევარმცველის გადატვირთვას უკავშირდება.

ხოსე რამონ სისნეროს პალასიოსის სპორტულ ქალაქში მთავარი ყურადღების ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილია.

ქართველმა ნახევარმცველმა სულ რამდენიმე დღეში უკვე 180 წუთზე მეტი ითამაშა. მან უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინის წინააღმდეგ შეხვედრა სრულად, 90 წუთი ჩაატარა, მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში მოედანზე თითქმის 100 წუთი გაატარა.

ჯვაროსნების ფეხბურთელის 5-3-2 ტაქტიკურ სქემაში მარჯვენა ნახევარმცველად გამოყენება როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, რის გამოც სეზონის ამ ეტაპზე მისი სათამაშო წუთების რაოდენობა უკვე გადაჭარბებულად მიიჩნევა.

ფეხბურთელის მდგომარეობა „სევილიას“ სამომავლო გეგმებისთვის კიდევ უფრო საყურადღებოა. მიუხედავად ინდივიდუალური ძალისხმევისა, საქართველოს ნაკრებმა შესაძლო 6 ქულიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა — უკრაინასთან უგოლო ფრე ითამაშა, პირველ ტურში კი დამარცხდა.

ქოჩორაშვილს დასვენების ნაცვლად, ანდალუსიის დედაქალაქში დაბრუნებამდე კიდევ ორი მაღალი ინტენსივობის ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს:

2 ოქტომბერი, პარასკევი: უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“.

5 ოქტომბერი, ორშაბათი: ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, ბელფასტში, „უინძორ პარკზე“.

ეროვნულ ნაკრებში ქოჩორაშვილის შეუცვლელი როლი იმის გარანტიას იძლევა, რომ მას კვლავ მნიშვნელოვანი დატვირთვის მიღება მოუწევს.

ამ ვითარებამ „სევილიაში“ განგაში გამოიწვია, რადგან არსებობს დაღლილობისა და კუნთების გადატვირთვის აშკარა რისკი.

„სევილია“ გიორგის უახლოეს მატჩებს ყურადღებით დააკვირდება, რათა შეაფასოს მისი ფიზიკური მდგომარეობა და დაადგინოს, რამდენად მზად იქნება ის ლა ლიგის რთული შეხვედრისთვის „ლევანტესთან“, რომელიც „სიუდად დე ვალენსიაზე“ გაიმართება."

????¡Preocupación en el Sevilla FC! Malas perspectivas con Kochorashvili en el parón

El desgaste de los futbolistas citados por sus combinados nacionales genera una profunda inquietud en el cuerpo técnico #SevillaFC #LaLigahttps://t.co/gk5arHzKVu

— Vamos Mi Sevilla FC (@VMScom) September 30, 2026

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროგრესის იმედი მაქვს, თორემ ასე შორს ვერ წავალთ“ - გახოკიძის შეფასება
„პროგრესის იმედი მაქვს, თორემ ასე შორს ვერ წავალთ“ - გახოკიძის შეფასება